ადამიანის უფლებები, როგორც ცნება და გაგება ყალიბდება და ვითარდება ადამიანის ისტორიის მთელ მაძილზე. ამ პერიოდის განმავლობაში ის მყარადააა დაკავშირებული კანონებთან და რელიგიასთან. პირველი კოდიფიცირებული კანონები, რომელიც შეიცავს ადამიანს უფლებების შესახებ ნორმებს, ესაა ”ჰამურაბის კანონები”, რომელიც 4000 წლის წინათ შეიქმნა. იგი შედგებოდა 282 კანონისაგან და წარმოადგენს პრეცენდენტურ მოვლენას სამართლის ისტორიაში, იგი არის კოდექსის პირველი ვარიანტი და ეს კოდექსი შეიცავდა ნორმებს ადამიანის უფლებების შესახებ. მართალია, ამ ნორმებში მოყვანილ ადამიანის უფლებებს არავითარი საერთო არ გააჩნიათ ადამიანის დღევანდელ უფლებებთან, (ამის მიზეზი არის ჰამურაბის კანონების ბუნება, პრინციპები, დანიშნულება), მაგრამ ამ კანონების არსებობამ უდიდესი მნიშვნელობა იქონია სამართლებრივი სისტემების განვითარებაში. აქედან მოყოლებული, კაცობრიობის ისტორიის მანძილზე ხდებოდა სამართლებრივი აქტების განვითარება, დახვეწა, სრულყოფა, ადამიანის უფლებების სფეროში მნიშვნელოვანი ადგილი დაიკავა საერთაშორისო ხელშეკრულებებმა და კონვენციებმა, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ არის წყარო ამ კონვენციების და ხელშეკრულებების მონაწილე ქვეყნების კანონმდებლობაში. ადამიანის უფლებათა შესახებ საერთაშორისო კონვენციები სახელმწიფოს აკისრებენ, როგორც ნეგატიურ, ასევე პოზიტიურ ვალდებულებებსაც. ნეგატიურ ვალდებეულებებში იგულისხმება ის, რომ სახელმწიფომ თავი უნდა შეიკავოს საერთაშორისო კონვენციებითა და მისი ოქმებით გათვალისწინებული უფლებების და თავისუფლებების დარვევისაგან ახორციელებდეს. (მაგ. სიტყვის თავისუფლება. ყველა სახელმწიფო ვალდებულია არ დაარღვიოს ადამინების ეს უფლება და არ აუკრძალოს მათ გამოხატონ თავისი აზრი). პოზიტიური ვალდებულებები კი ისეთი ვალდებულებებია, როდესაც სახელმწიფოებს ევლაებათ არა მხოლოდ არ დაარღვიონ კონვენციებით გათვალისწინებული უფლებები, არამედ უზრუნველყოს მათი დაცვა, მათ შორის მესამე მხარის მიერ (ფიზიკური და იურიდიული პირები) მიერ (მაგ. განათლების უფლება - სახელმწიფოს მხრიდან სავალდებულოა უზრუნველყოფილი იქნეს დაწყებითი განათლება, საცხოვრებელი მინიმუმი- რაც სახელმწიფოს მხრიდან უდნა იყოს გარანტირებული სოციალური დახმარებების და სხვა სახით). თუ ევროპულ კონვენციაში განმტკიცებული უფლებების დარღვევა მოხდა ფიზიკური ან იურიდიული პირის მიერ, სახელმწიფო ვალდებულია უზრუნველყოს დარღვეული უფლებების ეფექტიანი დაცვა, წინააღმდეგ შემთხვევაში დადგება თვით სახელმწიფოს პასუხისგებლობის საკითხი. ადამიანის უფლებების დაყოფა და დიფერენცირება ხდება სხვადასხვა ნიშნების საფუძველზე, ადამიანის უფლებები, გამოყენების თვალსაზრისით ზოგადად შეიძლება დავყოთ სამ ჯგუფად: 1. ხელშეუვალი, ანუ აბსოლუტური უფლებანი – უფლებები, რომლებიც არანაირი პირობებით არ შეიძლება შეიზღუდოს, თვით ომისა და საგანგებო ვითარების ჩათვლით და რომელთა გაწონასწორება საზოგადო საჯარო იტერესით პრინციპულად დაუშვებელია. ესენია: სიცოცხლის უფლება , წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა თუ სასჯელის აკრძალვა, მონობის აკრძალვა , სასჯელის უკუქცევითი გამოყენების აკრძალვა ასევე კვეცადი, ანუ შეფარდებითი უფლებები – უფლებები, რომელთა მიმართ ეროვნულმა ხელისუფლებამ შეიძლება დაუშვას გარკვეული უკანდახევა მხოლოდ ომის ან სხვა საგანგებო ვითარების დროს, ანდა განსაზღვრულ გარემოებათა არსებობისას, რომლებიც, როგორც წესი, შესაბამის მუხლებშია მითითებული. ამ უფლებათა შეზღუდვა, რაიმე საჯარო ინტერესის ზოგად საფუძველზე მითითებით დაუშვებელია. უფლებები, რომლების შეიძლება შეიზღუდოს შემზღუდველი ნორემბით, როგორიცაა მაგ, საზოგადოებრივი წესრიგი, ეროვნული უსაფრთხოება, საზოგადოებრივი მორალისა და ჯანმრთელობისათვის, ნორმაულ სიტუაციებში და მშვიდობიანობის დროს. ეს შემზღუდველი ნორმები ეხება მხოლოდ უფლებათა წინასწარ განსაზღვრულ ჯგუფს და სახელმწიფოს მხრიდან არ საჭიროებს განსაკუთრებულ მოქმედებას მათ განსახორციელებლად. თეორიაში ფართოდ გავრცელებულია უფლებების დაყოფა სამ ძირითად კატეგორიად 1. პოლიტიკური 2. სოციალური 3. ეკონომიკური. დაყოფის ეს სისტემა შემოტანილია კარელ ვასაკის მიერ, თუმცა მიუხედავად მისი ფართო აღიარებისა თეორეტიკოსების ნაწილი მას მაინც არ იზიარებს და თვლის, რომ ამ სისტემის სხვადასხვა კატეგორიებს ბევრი საერთო გააჩნიათ და ცალ-ცალკე დიფერენციაცია მიუღებელია მათვის. ადამიანის უფლებებს ყველა თანამედროვე და დემოკრატიულ ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი ადგილი უკავია, აგრეთვე ადამინის მნიშვნელობაზე ქვეყანაში მეტყველებს მისი უფლებები თუ რამდენად დაცულია ისინი და ეს უფლებები, რაც უფრო ფართოა და გარანტირებულია სახელმწიფოს მხრიდან, ნიშნავს, რომ ადამიანი მით უფრო ფასეულია ამ ქვეყნისათვის. როდესაც უკვე საუბარია რომელიმე ქვეყანაში ადამიანის უფლებებზე, გასათვალიწინებელია ორი ფაქტორი: 1. საკანონმდებლო გარანტიები 2. ადამიანის უფლებების რეალური დაცვა და განხორციელება საქართველოში, ადამიანის უფლებების უმნიშვნელოვანესი წყაროა კონსტიტუცია. კონსტიტუციის მეორე თავი ეხება ადამინის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებს. ამ თავში აღიარებულია და სახელმწიფოს მხრიდან გარანტირებულია ისეთი უმნიშვნელოვანესი უფლებები და თავისუფლებები როგორიცაა: სიცოცხლის უფლება, თავისუფლების ხელშეუვალობა, სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობის, რწმენის თავისუფლება, საჯაროდ შეკრების უფლება, უდანაშაულობის პრეზუმფცია, ადამიანთა თანასწორობის პრინციპი, და სხვა. 39-ე მუხლში მითითებულია რომ სახელმწიფო არ უარყოფს ადამინის და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს და თავისუფლებებს, რომელიც არ არის მოხსენიებული კონსტიტუციაში, თუმცა თავის თავად გამომდინარეობენ კონსტიტუციური პრინციპებიდან. კონსტიტუცია აყალიბებს ასევე უფლებათა დაცვის საშუალებებს, განსაზღვრავს სასამართლოთა სისტემას და ადგენს სხვა უმნიშვნელოვანეს პრინციპებს. კონსტიტუციასთან ერთად ადამიანის უფლებების უმნიშვნელოვანესი წყაროა ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებები. კონსტიტუცია აღიარებს საერთაშორისო ხელშეკრულებების უპირატეს იურიდიულ ძალას შიდასახელმწიფოებრივ სამართლებრივ აქტებთან მიმართებაში, ანუ საქართველოში საერთაშორისო ხელშეკრულებები, რომლის წევრიც, მონაწილეც საქართველოა იურიდიული ძალის იერარქით მაღლა დგას მიმიდინარე კანონებთან მიმართებაში. მნიშვნელოვანია მოვიყვანოთ ასევე ის უფლებათა დამცველი საერთაშoრისი კონვენციები, დეკლარაციები და ხელშეკრულებები, რომელთა წევრიც საქართველოა: ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაცია, ადამიანის ძრითად უფლებებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენცია, კონვენცია ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ, კონვენცია სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, კონვენცია ქალთა დისკრიმინაციის წინააღმდეგ, კონვენცია წამების, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის ან სასჯელის გამოყენების წინააღმდეგ, ბავშვთა უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია. უკანასკნელ პერიოდში საქართველოში მიმდინარეობს საკანონმდებლო და სასამართლო რეფორმები, რითიც ხდება ადამიანის უფლებების კანონის მხრიდან სრულყოფა და განმტკიცება, სასამართლოში ინერგება ისეთი დემოკრატიული ინსტიტუტები და სხვა. ამ რეფორმებით საქართველოს კანონმდებლობა ემსგავსება ევროპის დემოკრატიული ქვეყნების საკანონმდებლო მოდელებს.
Пpиветǃ Я замeтила, что многие парни пpедпoчитают обычных дeвyшeк. Я aплoдиpyю мужчинам, у кoторыx хватилo смeлоcти нacлaдиться любoвью многиx женщин и выбрать тy, котoрая, как oн yзнaл, бyдeт eго лyчшим дрyгом во вpeмя уxабистой и cyмaсшедшей доpоги, нaзывaeмoй жизнью. Я xотeлa бы быть той подpyгой, а не пpocто стабильной, нaдежнoй и скyчнoй домoxoзяйкой. Μне 23 лeт, Линa, из Чеxии, такжe знаю aнглийский язык. В любoм cлучae, вы мoжeтe нaйти мoй пpофиль здeсь: http://bhujartuvernri.tk/idl-60593/
Πpивет! Boзможнo, мoе соoбщeние cлишком спeцифично. Hо мoя cтаршая cестpа нашлa здесь зaмeчaтельнoгo мyжчинy, и у ниx пpeкраcныe oтношения, a кaк нacчет мeня? Mнe 27 лет, Kaтеpинa, из Чexии, английский язык тожe знаю. И... лyчше cказать сpaзу. Я биcекcyaльнa. Я не pевную к дpугoй жeнщинe... ocoбеннo eсли мы занимаeмcя любовью вмeстe. Ax да, я очeнь вкуcнo гoтовлюǃ И я люблю нe тoлькo гoтoвить ;)) Я нacтоящая дeвушкa и ищу ceрьeзныe и гopячие отнoшeния... B любом слyчае, вы мoжетe нaйти мой пpофиль здеcь: http://qualasipa.tk/item-30303/