შაბათი, 19.07.2025, 05:46
მოგესალმები სტუმარი | RSS
მთავარი | რეგისტრაცია | შესვლა
    ნუკრი დეკანაძე
    შესვლის ფორმა
    ძებნა
    კალენდარი
    «  ივლისი 2009  »
    ორ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
      12345
    6789101112
    13141516171819
    20212223242526
    2728293031
    ჩანაწერების არქივი
    ჩვენი გამოკითხვა
    შეაფასეთ ჩემი საიტი
    სულ პასუხი: 45
    საიტის მეგობრები
    სტატისტიკა

    სულ ონლაინში: 1
    სტუმარი: 1
    მომხმარებელი: 0
    მთავარი » 2009 » ივლისი » 3 » ადამიანის უფლებები
    ადამიანის უფლებები
    14:29
    ადამიანის უფლებები

    ადამიანის უფლებების თაობაზე მათემატიკური ტიპის ზუსტი განმარტება არ არსებობს. ეს ცნებასათავეს იღებს ბრიტანული კლასიკური ლიბერალიზმის მოძღვრებიდან (ჯონ ლოკი, ლორდი ექტონი და სხვები). კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით, ადამიანი იბადება თავისუფალი, რაც უპირველეს ყოვლისა, არჩევანის თავისუფლებას ნიშნავს. ისეთი ღირებულებები, როგორიცაა სარწმუნოების არჩევა, საკუთარი შეხედულებების გამოთქმა ნებისმიერ საკითხზე (სიტყვის თავისუფლება), ადამიანს დაბადებიდანვე დაჰყვება. ესაა ბუნებითი უფლებები, ანუ უფლებები, რომელთა მინიჭება ან ჩამორთმევა არაა დამოკიდებული სხვაადამიანის ნებაზე.
    ადამიანის უფლებების ცნება ეფუძნება საყოველთაო თანასწორობის პრინციპს. კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით თანასწორობა არამც და რამც არნიშნავს გამთანაბრებლობას,ყველასთვის ერთნაირი მატერიალური და სოციალური პირობების არსებობას. აქ იგულისხმება მხოლოდ და მხოლოდ უფლებრივი თანასწორობა, ერთი წესი ყველასთვის _ ღარიბი ოჯახიდან გამოსულს ისეთივე უფლება აქვს გამოთქვას თავისიშეხედულებები, შექმნას თანამოაზრეთა გაერთიანება, არჩეულ იქნას წარმომადგენლობითი მმართველობის ორგანოში, როგორც არისტოკრატს ან მილიონერს.
    ადამიანის უფლებების დაცვა კლასიკური ლიბერალიზმის მიხედვით მოიცავს მხოლოდ იმ სფეროს, რასაც დღეს სამოქალაქო უფლებებს უწოდებენ. ესაა რწმენისა და სინდისის თავისუფლება, სიტყვის თავისუფლება, პრესის თავისუფლება, გადაადგილების თავისუფლება (ადამიანის უფლება თავისუფლად აირჩიოს ის ქვეყანა, სადაც ცხოვრება უნდა), სამართლიანი სასამართლოს უფლება, სიცოცხლის უფლება, რასობრივი, ეთნიკური, რელიგიური თუ სქესობრივი დისკრიმინაციის დაუშვებლობა _ მაგალითად, არ შეიძლება ერთსა და იმავე სამუშაოს შესრულებაში ვიღაცა სხვებზე ნაკლებს იღებდეს, იმიტომ, რომ ის არის ქალი, ან ზანგი და ა.შ...
    რაც შეეხება ე. წ. სოციალურ და ეკონომიკურ უფლებებს, ეს უფრო სოციალისტური მსოფლმხედველობის ნაყოფია და ბევრი ავტორიტეტული უფლებადაცვითი ორგანიზაცია არც კი განიხილავს მათ ადამიანის უფლებებად. რასაკვირველია, ყველასთვის ძალიან მნიშვნელოვანია გააჩნდეს კარგი ბინა და საყოფაცხოვრებო პირობები, ჰქონდეს კარგი სამსახური და მაღალი ხელფასი, მაგრამ თუ ვინმეს ასეთი რამ არ გააჩნია, ეს ავტომატურად სულაც არ ნიშნავს, რომ იგი უსამართლოდ იჩაგრება. კლასიკური ლიბერალური გაგებით ადამიანის უფლებებში არ არსებობს გამონაკლისი _ ეს უფლებები აქვს უკლებლივ ყველას და ყველა ერთნაირად უფლებამოსილია მათი გამოყენების. მაგალითად, სიტყვის თავისუფლება ნიშნავს იმას, რომ ყველას შეუძლია საჯაროდ გამოთქვას თავისი აზრი, თუნდაც ეს აზრი საზოგადოების უმრავლესობისთვის მიუღებელი და შოკისმომგვრელიც კი იყოს. აქ არის მხოლოდ ერთი ზღვარი: ნებისმიერი ადამიანის უფლება ვრცელდება იქამდე, სანამ არ ირღვევა სხვისი უფლება. არანაირი სხვა შეზღუდვა არ არსებობს
    .









    ნანახია: 1879 | დაამატა: nukri | რეიტინგი: 3.5/2 |
    სულ კომენტარები: 0
    სახელი *:
    Email *:
    კოდი *:
    Copyright MyCorp © 2025